საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა

  1. 2016 წლის 2 მარტს გაიმართა ნატო–საქართველოს კომისიის სხდომა მუდმივი წარმომადგენლების დონეზე, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ.
  •  სხდომაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს ნატო–ში ინტეგრაციის პროცესის განვითარება, ნატო–საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელება  და  ვარშავის სამიტისთვის მზადების კონტექსტში, პოლიტიკური და პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები.  
  •  მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ერთგულება ბუქარესტის სამიტის ვალდებულების მიმართ საქართველოს ნატო–ს წევრად გახდომის თაობაზე და აღნიშნეს, რომ ქვეყანამ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს ნატო–ში ინტეგრაციის გზაზე.
  •  განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოში განხორციელებულ წარმატებულ  დემოკრატიულ რეფორმებზე,  რომელიც ემსახურება ქვეყანაში კანონის უზენაესობის, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფას. მინისტრმა ისაუბრა საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებზე. ალიანსის წევრებმა აღნიშნეს საქართველოს მიერ რეფორმებში მიღწეული წარმატებები.