საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

გრიგოლ ვაშაძე

გრიგოლ ვაშაძეგრიგოლ ვაშაძე დაიბადა 1958 წლის 19 ივლისს, ქ. თბილისში, ნოდარ ვაშაძისა და ელენე ბაქრაძის ოჯახში.

1975 წელს დაამთავრა ქ. თბილისის 61-ე საშუალო სკოლა.

1981 წელს წარმატებით დაამთავრა ქ. მოსკოვის სახელმწიფო საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი, საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი.

1981-1988 წლებში მუშაობდა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში საერთაშორისო ორგანიზაციების განყოფილებაში, შემდგომ, კოსმოსის და ბირთვული შეიარაღებების განყოფილებაში.

1988-1990 წლებში იყო დიპლომატიური აკადემიის ასპირანტი.

1990 წლიდან 2008 წლამდე დაკავებული იყო კერძო ბიზნესით და ხელმძღვანელობდა თავის დაარსებულ კომპანიებს: "Georgia Arts Management" და "Gregory Vashadze and BR".

2008 წლის 6 თებერვალს დაინიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ.

2008 წლის 1 ნოემბერს დაინიშნა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრად.

2008 წლის 6 დეკემბრიდან დაინიშნა საგარეო საქმეთა მინისტრად

ჰყავს მეუღლე ნინო ანანიაშვილი და ორი შვილი ნოდარ ვაშაძე და ელენე ვაშაძე.

ფლობს რუსულ, ინგლისურ, პორტუგალიურ, იტალიურ, ესპანურ, ფრანგულ ენებს.

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.