საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

​ეკა ტყეშელაშვილი

​ეკა ტყეშელაშვილიეკა ტყეშელაშვილი დაიბადა 1977 წლის 23 მაისს ქ. თბილისში.

1999 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ქ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო სამართალი და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით. 

1997 წლის 9 ოქტომბრიდან 1999 წლის 10 სექტემბრამდე მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრში მთავარ სპეციალისტად.

1998 წლის 1 იანვრიდან 2000 წლის 1 იანვრამდე მუშაობდა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტში იურისტად.

2001 წლის 1 ივნისიდან 1 ნოემბრამდე მუშაობდა ადამიანის უფლებათა დაცვის იურისტთა კომიტეტში (აშშ, ნიუ იორკი) იურისტად.

2002 წლის 1 დეკემბრიდან 2003 წლის 1 მაისამდე მუშაობდა სტაჟიორად, ყოფილი იუგოსლავიის საერთაშორისო ტრიბუნალი (ჰააგა, ნიდერლანდები).

2002 წლის 1 მაისიდან 2004 წლის 1 თებერვლამდე იყო IRIS საქართველოს დირექტორის მოადგილე.

2004 წლის 1 თებერვლიდან 2005 წლის 1 სექტემბრამდე იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე.

2005 წლის 1 სექტემბრიდან 2006 წლის 1 მაისამდე იყო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე.

2006 წლის 1 მაისიდან 2007 წლის 1 აგვისტომდე იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავჯდომარე.

2007 წლის 1 აგვისტოდან 2008 წლის 1 თებერვლამდე იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

2008 წლის 1 თებერვლიდან 5 მაისამდე იყო საქართველოს გენერალური პროკურორი.

2008 წლის 5 მაისიდან 6 დეკემბრამდე იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.

ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

ფლობს ინგლისურ, რუსულ და ფრანგულ ენებს.