საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

​გელა ბეჟუაშვილი

გელა ბეჟუაშვილი დაიბადა 1967 წლის 1 მარტს დაბა მანგლისში, თეთრიწკაროს რ -ნი.

1991 წელს დაამთავრა კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი საერთაშორისო და შედარებითი სამართლის სპეციალობით. 

1997 წელს დაამთავრა აშშ -ს დალასის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა.

2003 წელს დაამთავრა აშშ-ი ჰარვარდის უნივერსიტეტი, ჯონ ფ. კენედის სახელობის სახელმწიფო მართვის სკოლა, სახელმწიფო მართვის სპეციალისტის სპეციალობით.

1991 წლის 1 ივლისიდან 1992 წლის 27 იანვრამდე მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო-სამართლებრივი პრობლემების განყოფილების II მდივნად.

1992 წლის 27 იანვრიდან 1993 წლის 20 ივლისამდე მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო-სამართლებრივი პრობლემების განყოფილების უფროსის მოადგილედ.

1992 წლის 20 ივლისიდან 1993 წლის 15 ნოემბრამდე მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო-სამართლებრივი სამმართველოს უფროსის მოადგილედ.

1993 წლის 15 ნოემბრიდან 1996 წლის 1 ივლისამდე იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი ყაზახეთის რესპუბლიკაში.

1997 წლის 1 სექტემბრიდან 2000 წლის 30 ოქტომბრამდე იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო-სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსი.

2000 წლის 30 ოქტომბრიდან 2004 წლის 1 თებერვლამდე იყო თავდაცვის მინისტრის მოადგილე.
2004 წლის 1 იანვრიდან 1 ივნისამდე იყო თავდაცვის მინისტრი.

2004 წლის 1 ივნისიდან 2005 წლის 1 ოქტომბრამდე იყო საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს, საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში.

2005 წლის 19 ოქტომბრიდან 2008 წლის 31 იანვრამდე იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.
ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

ფლობს ინგლისურ, რუსულ და ესპანურ ენებს.

აქვს მინიჭებული საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რანგი