საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

​თედო ჯაფარიძე

თედო ჯაფარიძე დაიბადა 1946 წლის 18 სექტემბერს ქ. თბილისში.

1971 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი რომანულ-გერმანული ენები და ლიტერატურის სპეციალობით.

1972 წლის 1 იანვრიდან 1974 წლის 1 იანვრამდე მუშაობდა თსუ-ს ზეპირი მეტყველების ლაბორატორიის ლაბორანტად.

1974 წლის 1 იანვრიდან 1977 წლის 1 იანვრამდე იყო სსრკ-ს მეცნიერებათა აკადემიის აშშ-სა და კანადის ინსტიტუტის ასპირანტი.

1977 წლიდან 1989 წლამდე იყო სსრკ-ს მეცნიერებათა აკადემიის აშშ-სა და კანადის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი.

1989 წლის 22 დეკემბრიდან 1990 წლის 21 სექტემბრამდე იყო საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს იუნესკოს საქმეთა საბჭოს თავჯდომარის პირველი მოადგილე.

1990 წლის 21 სექტემბრიდან 1991 წლის 3 იანვრამდე იყო საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური ანალიზისა და ინფორმაციის სამმართველოს უფროსი.

1991 წლის 3 იანვრიდან 30 აგვისტომდე იყო საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური ანალიზისა და პროგნოზირების სამმართველოს უფროსი.

1991 წლის 30 აგვისტოდან 1992 წლის 30 აპრილამდე იყო საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.

1992 წლის 30 აპრილიდან 30 ნოემბრამდე იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე.

1992 წლის 30 ნოემბრიდან 1994 წლის 10 ივნისამდე იყო საქართველოს რესპ. ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარის თანაშემწე.

1994 წლის 16 ივლისიდან 2002 წლის 13 მარტამდე იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში.

2002 წლის 14 მარტიდან 2003 წლის 30 ნოემბრამდე იყო საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს, პრეზიდენტის თანაშენწე უშიშროების საკითხებში, საბჭოს მდივანი.

2003 წლის 30 ნოემბრიდან 2004 წლის 20 მარტამდე იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.

აქვს მინიჭებული საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რანგი.

ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

ფლობს ინგლისურ, რუსულ და ესპანურ ენებს.