საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

​ირაკლი მენაღარაშვილი

​ირაკლი მენაღარაშვილიირაკლი მენაღარაშვილი დაიბადა 1951 წლის 18 მაისს ქ. თბილისში.

1974 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი სამკურნალო საქმის სპეციალობით.

1971 წლის 1 ოქტომბრიდან 1973 წლის 1 ოქტომბრამდე იყო თბილისის სახ. სამედიცინო ინსტიტუტის, სამკურნალო ფაკულტეტის ალკკ კომიტეტის მდივანი.

1973 წლის 1 ოქტომბრიდან 1975 წლის 1 ნოემბრამდე იყო თბილისის სახ. სამედიცინო ინსტიტუტის ალკკ კომიტეტის მდივანი.

1975 წლიდან 1 ნოემბრიდან 1978 წლის 1 თებერვლამდე იყო საქ. ალკკ თბილისის ორჯონიკიძის რაიკომის პირველი მდივანი.

1978 წლის 1 თებერვლიდან 1980 წლის 1 აპრილამდე იყო საქართველოს ალკკ ცენტრალური კომიტეტის განყოფილების გამგე.

1980 წლის 1 აპრილიდან 1982 წლის 1 მაისამდე იყო ქ. თბილისის ჯანდაცვის სამმართველოს უფროსი.

1982 წლის 1 იანვრიდან 1986 წლის 1 იანვრამდე იყო საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე.

1986 წლის 1 იანვრიდან 1991 წლის 1 იანვრამდე იყო საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი.

1991 წლის 1 იანვრიდან 1992 წლის 1 იანვრამდე იყო სტრატეგიული გამოკვლევის ცენტრის დირექტორი.

1992 წლის 1 მაისიდან 1992 წლის 1 ნოემბრამდე იყო საქართველოს სახ. საბჭოს საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების კოორდინატორი.

1992 წლის 1 ნოემბრიდან 1993 წლის 1 სექტემბრამდე იყო საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი.

1993 წლის 1 სექტემბრიდან 1995 წლის 1 დეკემბრამდე იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოადგილე.

1995 წლის 15 დეკემბრიდან 2003 წლის 29 ნოემბრამდე იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.

აქვს მინიჭებული საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რანგი.

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.