საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

მურმან ომანიძე

მურმან ომანიძე დაიბადა 1938 წლის 5 ნოემბერს ქ. თბილისში.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო სამართლის სპეციალობით.

1977 წლიდან 1985 წლამდე იყო საქ. სოფლმშენის იურდიული განყოფილების უფროსი.

1985 წლიდან 1989 წლამდე მუშაობდა მშენებლობის სამინისტროში საქმეთა მმართველად.

1990 წლიდან 1991 წლამდე იყო საქართველოს ავღანელთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე.

1991 წლის მარტიდან 1991 წლის მაისამდე იყო ტრანსპორტის მინისტრის მოადგილე.

1991 წლის 15 სექტემბრიდან 1991 წლის 31 დეკემბრამდე იყო საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის პირველი მოადგილე და საგარეო საქმეთა მინისტრი.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

ფლობს რუსულ ენას.