საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

​გიორგი ჯავახიშვილი

გიორგი ჯავახიშვილი დაიბადა 1941 წლის 10 ივნისს ქ. თბილისში.

1965 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ქ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჟურნალისტიკის სპეციალობით.

1965 წლის 1 ივლისიდან 1979 წლის 1 იანვრამდე მუშაობდა თსუ-ს ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე: ლაბორანტი, უფრ. მასწავლებელი, დოცენტი და პროფესორი.

1979 წლის 1 იანვრიდან 1982 წლის 1 იანვრამდე იყო საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის აგიტაცია და პროპაგანდის განყ. გამგის პირველი მოადგილე.

1983 წლის 1 იანვრიდან 1985 წლის 1 იანვრამდე იყო თბილისის უცხო ენათა სახ. პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორი.

1985 წლის 1 იანვრიდან 1990 წლის 1 იანვრამდე იყო საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი.

აქვს მინიჭებული I კლ. საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის რანგი.

ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.