საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საგანგებო დავალებათა ელჩები

საგანგებო დავალებათა ელჩი - დავით კერესელიძე

უფლებამოსილია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით გაავრცელოს განცხადებები და საგარეო პრიორიტეტებთან დაკავშირებული პოზიციები.

ატარებს ორშაბათის ბრიფინგებს.

ელჩის კომპეტენციაში ასევე შედის - „ახალი აბრეშუმის გზის“ სხვადასხვა ინიციატივების მონიტორინგი. აღნიშნულ ინიციატივებში თუ პროექტებში საქართველოს ჩართულობის მიზნით, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, საქართველოს სხვა სამთავრობო და არასამთავრობო უწყებებისა და ორგანიზაციების კოორდინირებულ საქმიანობაში აქტიური მონაწილება.

საქართველოს წარმომადგენლობებთან და მისიებთან, აგრეთვე, საქართველოში აკრედიტებულ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობებთან და მისიებთან მჭიდრო თანამშრომლობა,  ინფორმაციის გაცვლა  და „ახალი აბრეშუმის გზის“ სხვადასხვა ინიციატივების დიპლომატიური უზრუნველყოფა.

2015 წელს დაგეგმილ „აბრეშუმის გზის “ ფორუმის მომზადებაში მონაწილეობა.


საგანგებო დავალებათა ელჩი - ირაკლი გივიაშვილი

საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის (2014-2020)  და საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის (2014-2015) იმ დებულებების განხორციელებაზე მუშაობა, რომლებიც ვალდებულებას აკისრებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მისი კომპეტენციიდან გამომდინარე.ყოველკვარტლური ანგარიშების მომზადება საქართვველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე.მთავობათშორისი საერთაშორისო ორგანიზაციების საერთაშორისო სახელშეკრულებო ორგანოებთან (Treaty-Monitoring Bodies) მუშაობა.

ევროკავშირთან ადამიანის უფლებებზე დიალოგზე მუშაობა.

ეუთო-ს ადამიანური განზომილების (მესამე განხომილების) საკითხებზე მუშაობა.